რა მოხდა ორთაბრძოლის შემდეგ - გეიჯისა და თოფურიას კადრი, რომელიც ეთერში არ მოხვდა
1781638409
პოლონეთში დააკავეს ექიმი, რომელსაც გვამების შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ რადიოსადგური RMF24 იუწყება. პათომორფოლოგს ბრალად ედება სამ ათეულზე მეტი ადამიანის ჩანასახის (ემბრიონის) დამარხვა საკუთარ სახლთან ახლოს, მდებარე დასახლება ლუმორიჟში.
„სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურორის მოთხოვნა და ეჭვმიტანილს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა 2026 წლის 10 სექტემბრამდე შეუფარდა“, - განაცხადა ოლქის პროკურატურის წარმომადგენელმა.
დღეის მდგომარეობით აღმოჩენილია 32 ემბრიონი. თავად ბრალდებულმა აღიარა, რომ მათ საკუთარი ხელით მარხავდა. მას ბრალი ორი მუხლით წარედგინა - გვამების შეურაცხყოფა და სახიფათო ნარჩენების დატოვება. მაქსიმალური სასჯელი 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ექიმს ვინმე ეხმარებოდა, ან ნაყოფები სხვა ადგილზეც შეიძლებოდა ყოფილიყო დამარხული.
ნაკვეთზე, ნეშტების გარდა, ნაპოვნია უამრავი სამედიცინო ნარჩენი, მიკროსკოპული ფირფიტა და დოკუმენტაციის ფრაგმენტები, ყველაფერი ამოღებულია და ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი. პროკურატურა ასევე გამოითხოვს დოკუმენტებს იმ საავადმყოფოებიდან, სადაც დაკავებული მუშაობდა. ამასთან, უკანონო აბორტების ვერსია ამ ეტაპზე არ დასტურდება.
შოკის მომგვრელი აღმოჩენა ნაკვეთის ახალმა მფლობელებმა გააკეთეს, რომლებმაც ნეშტებს სახლის რემონტის დროს წააწყდნენ.