სახურავი ლონდონში, სადაც  Beatles-მა  ბოლო კონცერტი გამართა, მუზეუმად იქცევა

ბითლზი

სახურავი ლონდონში, სადაც  Beatles-მა  ბოლო კონცერტი გამართა, მუზეუმად იქცევა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

სევილ როუს 3 ნომერი ბევრისთვის ერთი, ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლია, თუმცა, მუსიკალური ჯგუფის გულშემატკივრებისთვის ის ლეგენდარული ტერიტორიაა. სწორედ ამ ადგილას ჩაწერა Beatles-მა  ცნობილი ალბომი, სახელწოდებით Let It Be. 1969 წლის ერთ ქარიან ხუთშაბათს კი ოთხეული შენობის სახურავზე ავიდა და ბოლო საჯარო გამოსვლა გამართა.

როგორც კომპანია Apple Corps-მა  განაცხადა, სევილ როუს 3 ნომერს მალე მუზეუმად გადააქცევს. ის მომავალ წელს გაიხსნება.