14 წლის გოგონას მკვლელობის შემზარავი დეტალები - ცხედარი ცნობილი რეპერის მანქანის საბარგულში აღმოაჩინეს (უცხოეთი)

ლენტა

ამერიკელი რეპერი D4vd (ნამდვილი სახელი — დევიდ ენტონი ბურკი) 14 წლის სელესტე რივასის მკვლელობის საქმეზე დააკავეს.

ახალგაზრდა გოგონას ცხედარი 2025 წლის სექტემბერში არტისტის კუთვნილი ავტომობილის საბარგულში აღმოაჩინეს. გამოძიების ინფორმაციით, ცხედარი იქ რამდენიმე თვის განმავლობაში იმყოფებოდა.

პროკურატურის ვერსიით, რეპერსა და არასრულწლოვანს ურთიერთობა მაშინ დაიწყო, როცა გოგონა მხოლოდ 11 წლის იყო. მოგვიანებით, სელესტე ხშირად ახლდა მუსიკოსს ტურნეებზე და, გავრცელებული ინფორმაციით, მათ შორის კონფლიქტი მას შემდეგ გამწვავდა, რაც გოგონა მათი კავშირის გასაჯაროებით იმუქრებოდა.

გამოძიების მასალების მიხედვით, 2025 წლის აპრილში სელესტე დევიდ ბურკის სახლში მივიდა, სადაც მათ შორის შელაპარაკება მოხდა. პროკურატურა ამტკიცებს, რომ რეპერმა გოგონას სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი კვალის დაფარვა სცადა — ყალბი სახელით შეიძინა ნიჩაბი, ბენზოხერხები, ნაგვის პარკები და სხვა ნივთები.

გამოძიების დროს სამართალდამცავებმა მომღერლის ტელეფონში ბავშვთა პორნოგრაფიის მასალაც აღმოაჩინეს. თავად არტისტი ბრალს არ აღიარებს, ხოლო მისი ადვოკატები აცხადებენ, რომ აქვთ მტკიცებულებები, რომლებიც საქმესთან მის კავშირს უარყოფს. მორიგი სასამართლო პროცესი 26 მაისს გაიმართება.