დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

შარიქაძე

მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ ქართულ რაგბიში მომხდარ დოპინგ-სკანდალზე საქართველოს ნაკრების მორაგბეებს საბოლოო სასჯელი გამოუტანა.

World Rugby-სა და World Anti-Doping Agency-ის ერთობლივი გადაწყვეტილებით, საქართველოს ნაკრების კაპიტანს, მერაბ შარიქაძეს „რეკრეაციულ ნარკოტიკებსა და სინჯების ჩანაცვლებასთან დაკავშირებულ ორკესტრირებულ სქემაში“ მონაწილეობის გამო 11-წლიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა.

მარტში, მსოფლიო რაგბისა და მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს ერთობლივი გამოძიების შემდეგ, საქართველო ნაკრების ექვს მოთამაშეს წაუყენეს ბრალი. გამოძიებამ გამოავლინა ხუთი შემთხვევა, როდესაც მოთამაშეებმა, სავარაუდოდ, შეცვალეს შარდის სინჯები გამოვლენის თავიდან ასაცილებლად. WADA-ს განცხადებით, საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური სააგენტოს თანამშრომლები ასევე წინასწარ აფრთხილებდნენ მოთამაშეებს მოახლოებული ტესტირებების შესახებ.

ასევე, დისკვალიფიკაცია მიესაჯა საქართველოს ნაკრების ყოფილ ექიმს, ნუცა შამათავას, რომელსაც სპორტულ სფეროში მოღვაწეობა 9 წლით აეკრძალა. 

განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე