სამზარეულოს ეს ნივთი იწვევს სალმონელას - გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

გიორგი ღოღობერიძე

გიორგი ღოღობერიძე პოდკასტს „მედგიდს სტუმრობა", სადაც არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის ჭურჭლის სარეცხი ღრუბლის გამოყენებაზე. 

„ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი პირდაპირი ბუდეა ბაქტერიების. სარეცხს ღრუბელს აქვს ფორები, იმ ფორებში გროვდება ტენიანობა. ჩვენ როცა ვიღებთ ღრუბელს, მოვატარებთ მას ჭურჭელზე - შემდეგ ვწურავთ. ასე ვერ გამოშრება ღრუბელი. მერე იმ ფორებში ჯდება საკვების ნარჩენები. ტენიან გარემოში, ამ ნარჩენებში სოკოები და ბაქტერიები მრავლდებიან. და ეს ღრუბელი ხდება მიკრობიოლოგიური სპეციალური ეკოსისტება, რომელიც პირდაპირი წყაროა უამრავი ინფექციისა, მათ შორის სალმონელასი",- ამბობს ღოღობერიძე.