რუსული გაყინული აქტივების უკრაინისთვის გამოყენების საკითხის განსახილველად დღეს ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერები იკრიბებიან

ევროკავშირის დროშა

 რუსული გაყინული აქტივების უკრაინისთვის გამოყენების საკითხის განსახილველად დღეს ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერები იკრიბებიან.

მთავარ გამოწვევად ამ დრომდე რჩება ბელგიის მოთხოვნა, რომ 27 წევრიანი ბლოკის ყველა ქვეყანამ გაიზიაროს ის ფინანსური რისკები, თუ რუსეთი საერთაშორისო სასამართლოებში დავას დაიწყებს.

იქამდე, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ძალის გამოყენებით დაიკავებს უკრაინის კიდევ უფრო მეტ ტერიტორიას, თუ კიევი და ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც მან "ახალგაზრდა ღორებად" მოიხსენია, არ ჩაერთვებიან აშშ-ის მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო შეთანხმებაში.