Reuters: უიტკოფი და რუბიო სტამბოლში მოლაპარაკებებზე ჩავლენ

სტივ უიტკოფი მარკო რუბიო

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან ერთად 16 მაისს სტამბოლში გაემგზავრება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ამასთან, უიტკოფმა დასძინა, რომ არ არის დარწმუნებული, იქნება თუ არა იქ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.

11 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა დაუყოვნებლივ უნდა დათანხმდეს რუსეთთან მოლაპარაკებებს თურქეთში.