1758568351
Reuters: კოპენჰაგენისა და ოსლოს აეროპორტები დრონების საფრთხის გამო პარალიზებული იყო

დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენისა და ნორვეგიის ოსლოს საერთაშორისო აეროპორტები დრონების საფრთხის გამო პარალიზებული იყო. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ორივე აეროპორტი ნორდიკულ ქვეყნებში ყველაზე დატვირთულია. ისინი რამდენიმე საათით დაკეტეს მას შემდეგ, რაც ცაში უპილოტო საფრენი აპარატები შენიშნეს.
აეროპორტების ადმინისტრაციას ათეულობით რეისის გადადება ან გაუქმება მოუწია. ათობით ათასი მგზავრი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
როგორც მოგვიანებით დანიის პოლიციამ განაცხადა, ადამიანი, რომელიც დრონებს მართავდა, „კომპეტენტური ოპერატორი“ იყო. მისი ვინაობა დადგენილი ჯერ არ არის.