პოლონეთმა ისრაელის უსაფრთხოების მინისტრს ხუთი წლით ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

უუ

 პოლონეთის ხელისუფლებამ ისრაელის უსაფრთხოების მინისტრს იტამარ ბენ-გვირს ხუთი წლით ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ინფორმაციას პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრი მარცინ კერვინსკი ავრცელებს.

ამგვარი სანქციის შემოღების მიზეზი ის გახდა, რომ ბენ-გვირი ისრაელის ხელისუფლების მიერ დაკავებული ფლოტილიის Global Sumud-ის წევრებს არაადამიანურად ექცეოდა, დასცინოდა. დაკავებულთა შორის პოლონეთის მოქალაქეებიც იყვნენ.

„პოლონელ მოქალაქეებთან არასათანადო მოპყრობა ყოველთვის გადაეყრება შესაბამის რეაქციას. იტამარ ბენ-გვირს პოლონეთში შესვლა უკვე ოფიციალურად აეკრძალა“, - დაწერა კერვინსკიმ.

მისი თქმით, მან პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან რადოსლავ სიკორსკისთან ერთად უკვე მოაწერა შესაბამის დოკუმენტაციას ხელი და გადაწყვეტილება ძალაში შევიდა.