გიორგი გახარიას განცხადებით, გერმანიაშია და სოციალ-დემოკრატიული პარტიის კონგრესს ესწრება
1751124840
პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რის შედეგად 16 ჯარისკაცი დაიღუპა.
ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.
მომხდარზე პასუხისმგებლობა პაკისტანელმა „თალიბებმა“ აიღეს.
მომხდარის შედეგად 29 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 10 სამხედრო მოსამსახურე და 19 მშვიდობიანი მოქალაქეა.
„თვითმკვლელი ტერორისტის ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული მანქანა სამხედრო კოლონაში შევარდა“, – განაცხადა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა.
როგორც პოლიციაში განაცხადეს, აფეთქების შედეგად ორი საცხოვრებელი სახლის სახურავი ჩამოინგრა, რის შედეგადაც ექვსი ბავშვი დაშავდა.