მამაკაცმა ბიბლიოთეკაში რამდენიმე წიგნის დაწვა, ისტორიის დამახინჯების გამო, სცადა

წიგნების დაწვა

გერმანიაში დააკავეს 35 წლის მამაკაცი, რომელიც საჯარო ბიბლიოთეკის დაწვას ცდილობდა. ამის შესახებ ბერლინის პოლიციის ვებგვერდზეა აღნიშნული.

გავრცელებული ცნობით, მამაკაცი შევიდა ბიბლიოთეკაში, რომელიც მდებარეობს ფრანგულ კულტურულ ცენტრში. წინასწარი ინფორმაციით, მან რამდენიმე წიგნს გადაასხა აალებადი ნივთიერება და შემდეგ ცეცხლი წაუკიდა. სხვა ვიზიტორები სწრაფად ჩაერივნენ და შეძლეს ხანძრის ჩაქრობა. შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა.

ბოროტმოქმედი ადგილიდან გაქცევას არ შეეცადა და პოლიციას დაელოდა. სამართალდამცველებს მან განუცხადა, რომ ცდილობდა იმ წიგნების განადგურებას, რომლებშიც წარსული მოვლენები არასწორად იყო აღწერილი. მისი თქმით, ასე სურდა ებრძოლა ისტორიის დამახინჯების წინააღმდეგ. თუმცა, კონკრეტულად რომელი ფაქტები იგულისხმებოდა, არ განისაზღვრა.