ნოემბრის თვის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
1762202354
                                                                მალდივის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, 2007 წლის იანვრის შემდეგ დაბადებული ყველა ადამიანისთვის, მოწევის აკრძალვა ამოქმედდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
მალდივები ერთადერთი ქვეყანაა, სადაც თაობათაშორისი თამბაქოს აკრძალვა მოქმედებს. ეს ღონისძიება, რომელიც პრეზიდენტ მოჰამედ მუიზუმ წელს დააინიცირა და 1 ნოემბრიდან ამოქმედდა, მიზნად ისახავს "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვას და თამბაქოსგან თავისუფალი თაობის შექმნას", - განმარტავს სამინისტრო.
"ახალი რეგულაციის თანახმად, 2007 წლის 1 იანვარს ან მის შემდეგ დაბადებულ პირებს, მალდივებში თამბაქოს ნაწარმის შეძენა, გამოყენება ან გაყიდვა ეკრძალებათ", - დასძინა სამინისტრომ, მათივე განცხადებით, "აკრძალვა ვრცელდება თამბაქოს ყველა სახეობაზე და საცალო ვაჭრობის ობიექტებს გაყიდვამდე ასაკის გადამოწმება მოეთხოვებათ".