შავი ზღვის სანაპიროზე ორი გიგანტური ქარბორბალა გამოჩნდა
1754303643
ლიეტუვას პრემიერ-მინისტრმა, გინტაუტას პალუცკასმა განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს ზეწოლის გამო, რომელიც მისი რძლის საკუთრებაში არსებულ კომპანიასთან საქმიან კავშირებს ეხება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
როგორც პალუცკასმა განცხადებაში აღნიშნა, მისი წარსულში დაშვებული შეცდომები ხელს უშლიდა მთავრობის მუშაობას, რამაც აიძულა "სწრაფად და თავდაჯერებულად" გადამდგარიყო.
ბალტიისპირეთის ქვეყნის ოპოზიციურმა პარტიებმა პალუცკასი გააკრიტიკეს საქმიანი ურთიერთობისთვის, რომლის ფარგლებშიც მის თანამფლობელობაში არსებულმა კომპანიამ, სახელმწიფო სააგენტოს მიერ დაფინანსებული გარიგებით, ელექტრო ბატარეები მისი რძლის საკუთრებაში არსებულ სხვა ფირმას მიჰყიდა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო კვირების განმავლობაში, პალუცკასი ნებისმიერი სახის დარღვევას უარყოფდა.