რა ემართება თქვენს არტერიულ წნევას ყავის დალევის შემდეგ
1750681080
ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი ეიალ ზამირი აცხადებს, რომ ირანის რეჟიმის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეში დარღვევის გათვალისწინებით, ისრაელი ძალით უპასუხებს.
ისრაელის მთავრობა ირანს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს.
მანამდე, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ძლიერ რეაგირებას მოახდენდა ზავის ნებისმიერ დარღვევაზე.
პარალელურად, ისრაელის საკანონმდებლო ორგანოს წევრები ირანის წინააღმდეგ საპასუხო მოქმედებებს ითხოვენ.
„თეირანი შეირყევა“, – დაწერა სოციალურ ქსელში ისრაელის ფინანსთა მინისტრმა, ბეზალელ სმოტრიჩმა.
ისრაელის ოპოზიციური პარტია, „ისრაელ ბეიტენუს“ თავმჯდომარე, ავიგდორ ლიბერმანი აცხადებს, რომ ისრაელმა სასწრაფოდ უნდა უპასუხოს ირანის მხრიდან ზავის დარღვევას.