1754907848
ისრაელის პრეზიდენტი პალესტინის სახელმწიფოს აღიარებასთან დაკავშირებით ავსტრალიის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს

ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი აკრიტიკებს ავსტრალიის გადაწყვეტილებას პალესტინის სახელმწიფოს აღიარებასთან დაკავშირებით. ჰერცოგის განმარტებით, ეს ნაბიჯი „ჯილდოა ტერორისთვის“ და „სერიოზული შეცდომაა“.
„ეს არის სერიოზული და სახიფათო შეცდომა, რომელიც ვერც ერთ პალესტინელს ვერ დაეხმარება და სამწუხაროდ, ვერც ერთ მძევალს ვერ დააბრუნებს“, – აღნიშნა ისრაელის პრეზიდენტმა.
მანამდე, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ალბანეზემ აღნიშნა, რომ ავსტრალია სექტემბერში დაგეგმილ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას გეგმავს.