„გვაპატიეთ დასიებული თვალები...“ - კაფე „ლაილა“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1754937712
აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ჰკითხეს, დაესწრება თუ არა ვოლოდიმირ ზელენსკი პარასკევს ალასკაზე დაგეგმილ მოლაპარაკებებს ვლადიმირ პუტინთან.
„ის ამ პროცესის ნაწილი არ ყოფილა“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
„ვფიქრობ, მას შეუძლია დასწრება, მაგრამ ის ბევრ შეხვედრას დაესწრო, სამნახევარი წელი იყო აქ და არაფერი მომხდარა“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპის თქმით, ის შეძლებს იმის გარკვევას, შესაძლებელია თუ არა შეთანხმების მიღწევა ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის „ალბათ პირველივე ორ წუთში“.