„მოტეხილობებით კომაშია...“- მოსკოვის აეროპორტში კაცმა 2 წლის ბავშვი ძირს დაანარცხა
1750766761
ჩვენ მივაღწიეთ გამანადგურებელ გამარჯვებას ირანის წინააღმდეგ კამპანიაში, რომელიც დიდებულად ჩაიწერება ისრაელის სახელმწიფოს ისტორიის ფურცლებზე, – ამის შესახებ ისრაელის ფინანსთა მინისტრმა, ბეზალელ სმოტრიჩმა განაცხადა.
ისრაელის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, ისრაელმა მოხსნა უშუალო ეგზისტენციალური საფრთხე და მძიმე ზიანი მიაყენა ირანის აიათოლას რეჟიმს.
ბეზალელ სმოტრიჩის განცხადებით, ახლა ისრაელი მთელ ძალებს ღაზისკენ მიმართავს, რათა დაასრულოს ამოცანა, რომ გაანადგუროს „ჰამასი“, დააბრუნოს მძევლები და უზრუნველყოს ისრაელის ხალხის მრავალი წლის უსაფრთხოება.
„მინდა, ღრმა მწუხარება გამოვხატო ბეერ-შევაში დღეს დილით მოკლულთა ოჯახების მიმართ. ეჭვგარეშეა, რომ დღევანდელი დილა მწარე გემოს ტოვებს, მაგრამ მთელი მწუხარებით, სიმართლე ისაა, რომ ჩვენ, ღვთის წყალობით, ირანის წინააღმდეგ კამპანიაში გამანადგურებელი გამარჯვება მოვიპოვეთ“, – განაცხადა ბეზალელ სმოტრიჩმა.