1751309999
ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ისრაელთან 12-დღიანი ომის შედეგად, სულ მცირე, 935 ადამიანი დაიღუპა

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელთან 12-დღიანი ომის შედეგად, სულ მცირე, 935 ადამიანი დაიღუპა.
მედიის ცნობით, დაღუპულებს შორის 132 ქალი და 38 ბავშვია.
ისრაელის ხელისუფლებაში კი განაცხადეს, რომ ირანის მიერ განხორციელებული საპასუხო დარტყმების შედეგად ისრაელში 28 ადამიანი დაიღუპა.