1750577424
ირანის მთავრობაში აცხადებენ, რომ აშშ-ის ავიაიერიშის დროს თავდასხმა ფორდოს სადგურის ნაწილზე განხორციელდა

ირანის მთავრობის ინფორმაციით, აშშ-ის ავიაიერიშის დროს თავდასხმა ფორდოს სადგურის ნაწილზე განხორციელდა.
ყუმის რეგიონის გუბერნატორის მოადგილე, მორტეზა ჰეიდარი აცხადებს, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე საჰაერო თავდაცვის სისტემა იყო გააქტიურებული. ჰეიდარიმ ხალხს მოუწოდა, შეინარჩუნონ ერთიანობა და ყურადღება არ მიაქციონ მოწინააღმდეგის მიერ წარმოებულ პროპაგანდას.
ირანული მედიის მტკიცებით, აშშ-ის თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც ირანმა სამი ძირითადი ბირთვული ობიექტიდან ევაკუაცია განახორციელა, მათ შორის ისპაჰანის ნათანზიდან, არაქის ჰონდაბიდან და ყუმის ფორდოდან.