1750577424
ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის დარტყმების შემდეგ, თეირანმა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვა მოითხოვა

ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის დარტყმების შემდეგ, თეირანმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვა მოითხოვა. გაერო-ში ირანის ელჩის, ამირ საიდ ირავანის წერილში ნათქვამია, რომ აშშ-ის თავდასხმა არის სერიოზული საფრთხე რეგიონული და საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. ირანის ელჩის განცხადებით, დარტყმები განხორციელდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სრული ზედამხედველობით.
როგორც ირანის ელჩი აღნიშნავს, აშშ-ის დარტყმები არღვევს გაერო-ს წესდებას და ბირთვული გაუვრცელებლობის საერთაშორისო ხელშეკრულებას.
ამირ საიდ ირავანი საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვას ითხოვს „ამ უკანონო აქტის შესასწავლად, მის დასაგმობად აუცილებელი ზომების მისაღებად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ პასუხისმგებლები არ დარჩნენ დაუსჯელები“.