რუსეთში ქართველი „კანონიერი ქურდი“ მეტსახელად „ხონსკი“ გაასამართლეს
1750702893
ირანი ბირთვული ინდუსტრიის აღდგენას გეგმავს, – ამის შესახებ ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, მოჰამედ ესლამიმ განაცხადა.
ესლამის თქმით, ამჟამად ირანი აფასებს ზიანს, რომელიც მიაყენეს ბირთვულ ინდუსტრიას და ემზადებიან აღსადგენად.
„გეგმა ითვალისწინებს წარმოებისა და მომსახურების პროცესში შეფერხებების თავიდან აცილებას“, – განაცხადა ესლამიმ.
მანამდე, ირანში არაერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ქვეყნის ბირთვული პროგრამა ეყრდნობა ბირთვულ ცოდნას, რომლის განადგურება შეუძლებელია.