„მოსალოდნელია დღეიდან, 15 ივნისამდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1746383868
ინგლისში ოჯახმა, რომელმაც 30 წლის განმავლობაში ლატარიას ისე თამაშობდა, რომ ერთსა და იგივე რიცხვებს ირჩევდა, ჯეკპოტი მოიგო. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, 87 წლის ოდრი კობმა და მისმა სამმა შვილმა მილიონი გირვანქა სტერლინგი მოიგეს. ამაში მათ შემდეგი რიცხვები დაეხმარათ: 5, 9, 18, 32, 44, 58 და 34.
უფროსი ვაჟის, დევიდის გადაწყვეტილებით, ისინი მოგებას თანაბრად გაინაწილებენ და თითოეული 250-250 ათასს მიიღებს. მან აღნიშნა, რომ ოჯახის ყველა წევრისთვის ეს წარმოუდგენელი მომენტი იყო. მისივე თქმით, უფროსი და კეროლი მოგებული თანხით სახლს იყიდეს, უმცროსი - სანდრა კი ავტომობილს. დევიდმა და დედამისმა კი ჯერ ვერ გადაწყვიტეს რაზე დახარჯავენ კუთვნილ თანხას.