კარსტენ ლინემანი - უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე, სასწორზე ბევრი რამ დევს, გრძელდება მოლაპარაკებები, რათა ფრიდრიხ მერცთან დაკავშირებით კენჭისყრის მეორე რაუნდი მალე ჩატარდეს

კარსტენ ლინემანი

„ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ გენერალური მდივანის, კარსტენ ლინემანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, გერმანიის კანცლერობის კანდიდატ ფრიდრიხ მერცთან დაკავშირებით კენჭისყრის მეორე რაუნდი მალე ჩატარდეს.

მისი განმარტებით, გრძელდება მოლაპარაკებები, რათა მეორე რაუნდი რაც შეიძლება მალე გაიმართოს.

„ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე. სასწორზე ბევრი რამ დევს. მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ბუნებრივია, ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ კენჭისყრის მეორე რაუნდი რაც შეიძლება მალე ჩატარდეს. მსოფლიო ცვლილებას განაგრძობს, ჩვენ წინ დიდი გამოწვევებია და ახლა გვჭირდება სიცხადე და სტაბილურობა. სწრედ ამიტომ, მოლაპარაკებები გრძელდება, რათა უზრუნველვყოთ, რომ მეორე რაუნდი რაც შეიძლება მალე გაიმართოს“, – აღნიშნა კარსტენ ლინემანმა.

გერმანიის კანცლერობის კანდიდატმა, ფრიდრიხ მერცმა ბუნდესტაგში გამართულ პირველ კენჭისყრაზე კანცლერობისთვის საჭირო ხმათა რაოდენობა ვერ მიიღო.