ჰონგ კონგს სუპერტაიფუნი „რაგასა“ უახლოვდება, დახურულია სკოლები, ავიარეისებს უმეტესობა ხუთშაბათამდე შეჩერდა

ჰონგ კონგს სუპერტაიფუნი „რაგასა“ უახლოვდება

ჰონგ კონგს სუპერტაიფუნი „რაგასა“ უახლოვდება. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, „რაგასა“ მიმდინარე წლის ყველაზე ძლიერი ტროპიკული ქარიშხალი იქნება, რის გამოც ჰონგ კონგში სკოლები და ზოგიერთი ბიზნესი დაიხურა, ხოლო სამგზავრო ავიარეისების უმეტესობა ხუთშაბათამდე შეჩერდა.

ჰონგ კონგის ობსერვატორიის ცნობით, ქარის სიმძლავრე 220 კმ/სთ-ს აღწევს. მათ ტაიფუნის სიძლიერე 8 ბალით შეაფასეს.  მათივე ცნობით, ოთხშაბათს ჰონგ კონგში, სავარაუდოდ, ოკეანის სანაპიროზე და მაღალმთიან ადგილებში ძლიერი ქარი იქნება, უხვი ნალექები კი მჭიდროდ დასახლებულ ქალაქში მნიშვნელოვან შტორმს და ზღვის ტალღებს გამოიწვევს.

„რაგასამ“ ორშაბათს ჩრდილოეთ ფილიპინებს გადაუარა, რის გამოც პრეზიდენტმა ფერდინანდ მარკომ ქვეყნის კატასტროფებზე რეაგირების სააგენტოს სრული მზადყოფნის რეჟიმში გადასვლისა და ყველა სამთავრობო უწყების მობილიზების ბრძანება გასცა.