არის თუ არა რიცხვი 7 ღვთაებრივი და მოაქვს თუ არა მას ბედნიერება - რას ამბობს ბიბლია ამის შესახებ
1747240483
გერმანიასა და შვეიცარიაში დააკავეს უკრაინელები, რომლებსაც რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით ამანათებში ასაფეთქებელი მოწყობილობის ჩადების მცდელობაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას ამის შესახებ „შპიგელი“ ავრცელებს.
დაკავებულ პირებს ბრალად ედებათ ჯაშუშური საქმიანობა დივერსიის მოწყობის მიზნით. გამოძიება ამტკიცებს, რომ ისინი რუსეთის სპეცსამსახურების დაკვეთით დათანხმდნენ ხანძრის გაჩენასა და ასაფეთქებელი მოწყობილობების აფეთქებას.
გამომძიებლები მიიჩნევენ, რომ ეჭვმიტანილებმა უკვე დაიწყეს რუსეთის სპეცსამსახურების მიერ გაცემული დავალების შესრულებისთვის მომზადება, კერძოდ, GPS-ტრეკერებიანი სატესტო ამანათები უკრაინაში რამდენიმე მისამართზე გააგზავნეს.
როგორც „შპიგელი“ წერს, გამოძიება ჯერ კიდევ ძალიან ადრეულ ეტაპზეა.
ცნობისთვის, მანამდე გერმანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროპელი გამომძიებლები, რომლებიც ჩართულები არიან ასაფეთქებელი ამანათებთან დაკავშირებული წინა ინციდენტების გამოძიებაში, მიიჩნევენ, რომ დივერსია რუსეთის სპეცსამსახურებმა მოაწყვეს, ხოლო გადაბირებულ შემსრულებლებს შორის უკრაინელები იყვნენ.