მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათთვის, ვისაც ბანკში სესხი აქვს
1762632572
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები საქართველოში იმყოფებიან. ისინი ამ დროისთვის შეხვდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს.
„ქრონიკის“ კითხვას, გმობენ თუ არა 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმს და ხელისუფლების დამხობის მცდელობას, არ პასუხობენ.
დღესვე, მონიტორინგის კომიტეტის წევრები შეხვდებიან ოპოზიციის წარმომადგენლებს.
ამასთან, მონიტორინგის ჯგუფი ხვალ დილიდან შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წევრებთან.