მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათთვის, ვისაც ბანკში სესხი აქვს
1762632572
„კრისტალ ჯგუფის“ მფლობელის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს. ვლადიმერ სტეფანიანი დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დააკავეს.
გამოძიებით დგინდება, რომ უნებართვოდ აშენებული სასტუმროდან და კოტეჯებიდან სტეფანიანმა უკანონოდ რამდენიმე ათეული მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამ მონაცემებით, გამოძიების მიერ დადგენილია 2 მილიონ ლარამდე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ „კრისტალ ჯგუფში შემავალი შპს „ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფი“-ს ძირითად საქმიანობას დაბა ბაკურიანში სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა და მისი შემდგომი რეალიზაცია წარმოადგენდა. ვლადიმერ სტეფანიანი, რომელიც ფაქტობრივად ხელმძღვანელობდა საწარმოს ყოველდღიურ საქმიანობას, უხეშად არღვევდა როგორც დაბა ბაკურიანის განაშენიანების გენერალური გეგმით დადგენილ, ასევე, შესაბამისი სამსახურიდან მიღებულ მშენებლობის სანებართვო პირობებს. უკანონოდ აშენებულ საცხოვრებელ ფართებს კი ეტაპობრივად ასხვისებდა.
პროკურატურამ დაკავებულს ბრალდება უკვე წარუდგინა. დანაშაული 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.