ორგანიზმში უჩვეულო ცვლილებები შეიძლება ლეიკემიაზე მიუთითებდეს - ჰემატოლოგების რჩევები
1758746495
ნიუ იორკის პოლიციამ, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ავტოკოლონის გამო, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს დროებით გზა გადაუკეტა.
„ესოშიეთიდ პრესი“ წერს, რომ ერდოღანი და მისი დელეგაცია როდესაც ერთ-ერთი ქუჩის გადაკვეთას ცდილობდა, სამართალდამცველებმა ის გააჩერეს.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს დაცვის წევრებთან ერთად მყოფი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, რომელიც ტრამპის ესკორტის ჩავლას ელოდება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მსგავს ვითარებაში აღმოჩნდა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც. მაკრონმა დონალდ ტრამპს დაურეკა და ეხუმრა, რომ მის გამო ყველაფერი გადაკეტილი იყო.