დონალდ ტრამპი: მე ვიქნები პრეზიდენტი ორი ვადით - ვფიქრობ, არსებობენ კანდიდატები, რომლებსაც შეუძლიათ რესპუბლიკელების მხრიდან მომავალ არჩევნებზე კენჭი იყარონ

ტრამპი

დონალდ ტრამპი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მესამე ვადით კენჭისყრას არ აპირებს. საკითხზე კომენტარი შტატების პრეზიდენტმა NBC news-სთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. ტრამპი აცხადებს, რომ პრეზიდენტობის მეორე ვადის ამოწურვის შემდეგ ის თეთრ სახლს დატოვებს.

ტრამპმა შტატების პრეზიდენტის პოსტზე თავისი სავარაუდო მემკვიდრეებიც დაასახელა.

„მე ვიქნები რვაწლიანი პრეზიდენტი, მე ვიქნები ორი ვადით პრეზიდენტი. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი. არაერთი მოკავშირისგან მიმიღია თხოვნა კიდევ ვიყარო კენჭი, მაგრამ მე ვაცნობიერებ რეალობას და ამის წინააღმდეგი ვარ. ეს არის რაღაც, რაც, ჩემი ცოდნით, არ მაძლევს უფლებას, რომ გავაკეთო. არ ვიცი, ეს კონსტიტუციურია თუ არა, რომ არ გაძლევენ ამის გაკეთების უფლებას, თუ სხვა რამ. ვფიქრობ არსებობენ კანდიდატები რომლებსაც შეუძლიათ რესპუბლიკელების მხრიდან მომავალ არჩევნებზე კენჭი იყარონ. მათ შორის არიან ახლანდელი ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო“, - განაცხადა ტრამპმა.