„.. სახლიდან შეყვარებულთან ერთად გავიდა, მას მერე აღარავის უნახავს" - სანაპიროზე აღმოჩენილი ცხედარი და მერი პულცის გაუჩინარების იდუმალებით მოცული ისტორია

პულცის

1985 წლის 30 აპრილს წმინდა ავგუსტინის სანაპიროს მიმდებარედ, მუშებმა ქალის ცხედარი აღმოაჩინეს. პირველადი დათვალიერების შემდეგ, პოლიციის ოფიცრებმა განაცხადეს, რომ ცხედარი 30-50 წლამდე ქალს ეკუთვნოდა და რომ ის მოკლეს. 

იმ დროს დნმ-ის ტესტი არ არსებობდა და პოლიციამ ქალის ვინაობის დადგენა ვერ შეძლო. ცხედრის იდენტიფიცირება მხოლოდ 2023 წელს მოხდა. პოლიციის თქმით, ცხედარი მერი ალის პულცს ეკუთვნოდა. 

ცხედარს თავის ქალაზე ე.წ. ქირურგიული ნახვრეტები ჰქონდა, რომლებსაც ტვინზე წნევის შესამსუბუქებლად იყენებენ. ქალს ცხვირის, ნეკნებისა და ქვედა კიდურების მოტეხილობები აღენიშნებოდა. 

ოჯახმა პულცი ბოლოს 1986 წელს ნახა. პულცმა საცხოვრებელი სახლი შეყვარებულთან, ჯონ ტომას ფუგიტთან ერთად დატოვა.  პოლიციის განცხადებით, დაზიანებები ქალმა სწორედ სახლიდან გასვლის შემდეგ მიიღო. 

როგორც ოფიცრებმა გაარკვიეს, ტომასი ჯო უოლესის  ფსევდონიმით სარგებლობდა.  ტომასი 1981 წელს ციხეში გარდაიცვალა. 

პოლიციამ  მოკლული ქალის ვინაობა და ტომასთან  მისი კავშირის შესახებ მხოლოდ ახლახან შეიტყო.