1777927983
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ლეო XIV კათოლიკეებს საფრთხეს უქმნის
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რომის პაპი ლეო XIV „კათოლიკეებს საფრთხეს უქმნის“.
აშშ-ის პრეზიდენტმა კონსერვატორ კომენტატორთან, ჰიუ ჰიუიტთან ინტერვიუში თქვა, რომ კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელი თეირანს ეხმარება და მსოფლიოს ნაკლებად უსაფრთხოს ხდის.
„პაპი ამჯობინებს იმ ფაქტზე საუბარს, რომ ირანს შეუძლია, ბირთვული იარაღი ჰქონდეს. მე არ ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგია. ვფიქრობ, ის საფრთხეს უქმნის ბევრ კათოლიკეს და ბევრ ადამიანს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ამასთან, „ესოშიეთიდ პრესის“ თანახმად, რომის პაპს არ უთქვამს, რომ ირანმა ბირთვული იარაღი უნდა მიიღოს, არამედ მოუწოდა მხარეებს მეტი სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ და ზოგადად გააკრიტიკა ომი. პაპმა ასევე აღნიშნა, რომ ის ასახავს ბიბლიურ და საეკლესიო სწავლებებს და არ საუბრობს, როგორც ტრამპის პოლიტიკური კონკურენტი.











