„...ისეთი რაღაცები მითხრა, მაშინ წარმოუდგენელი იყო“ - პატრიარქის დაცვის უფროსი
1778012479
სუსის მიერ, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირი გიორგი უძილაურია. უძილაური “ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ყოფილი უფროსი, ბოლოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი იყო.
რამდენიმე წუთის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგი გაიმართა, სადაც ითქვა რომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საჯარო მოხელე რომელიც ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურს საქართველოს შესახებ ინფორმაციას თანხის სანაცვლოდ აწვდიდა.
უძილაური ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობდა.
@primetime.ge ცნობილია, ვინ არის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული მაღალჩინოსანი „კურიერის“ ინფორმაციით ის გიორგი უძილაურია.
♬ original sound - Prime Time • პრაიმ ტაიმი
გამოძიება 314 მუხლით მიმდინარეობს, რაც 8-იდან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულს ჰქონდა კონსპირაციული ხასიათის სისტემატური კონტაქტები უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან.
შეხვედრები იგეგმებოდა დაშიფრული ორმხრივი კავშირის გამოყენებით და იმართებოდა სხვადასხვა ლოკაციაზე, წინასწარ შეთანხმებული კონსპირაციის პირობების მკაცრი დაცვით. ინფორმაციის მიწოდება ხორციელდებოდა, როგორც პირისპირ კონტაქტის, ასევე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით.
უცხო ქვეყნის სპეცსამსახურისათვის გადაცემული ინფორმაცია მოიცავდა სხვადასხვა კატეგორიის საიდუმლო მონაცემებს, რომლებიც დაკავშირებული იყო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკურ პროცესებთან, ძალოვან უწყებებსა და უსაფრთხოების სტრუქტურებში არსებულ ვითარებასთან, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების შესახებ ინფორმაციასა და ინფორმაციის გადაცემის დამკვეთებისათვის საინტერესო სხვა მონაცემებთან.