განათლების სამინისტრო სტუდენტებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს

განათლების სამინისტრო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სტუდენტებს სთავაზობს შესაძლებლობას, მოიპოვონ დაფინანსება და ისწავლონ მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტში.

„მიმდინარე საერთაშორისო სასტიპენდიო/საგრანტო პროგრამები:

სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში France Excellence 2026-2027“
აკადემიური წელი: 2026-2027
რეგისტრაციის ვადა: 2026 წლის 20 მაისის ჩათვლით
ფულბრაიტის (Fulbright) სამაგისტრო პროგრამა
სრული დაფინანსება აშშ-ის უნივერსიტეტებში
აკადემიური წელი: 2027-2028
რეგისტრაციის ვადა: 2026 წლის 1 ივლისის ჩათვლით
სასტიპენდიო პროგრამა ყაზახეთში
სწავლა ყაზახეთის საჯარო უმაღლეს სასწავლებლებში საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურზე
აკადემიური წელი: 2026-2027
რეგისტრაციის ვადა: 2026 წლის 14 ივნისის ჩათვლით.
საერთაშორისო პარტნიორებთან ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, ახალი სასტიპენდიო პროგრამების ჩამონათვალი ეტაპობრივად გაფართოვდება.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე:“, - ნათქვამია ინფორმაციაში.