1778011855
„არსენალი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა
ლონდონის „არსენალმა“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ესპანური „ატლეტიკო“ მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა და ტურნირის ფინალის საგზური მოიპოვა.
მატჩი ლონდონში, „ეთიჰადის“ სტადიონზე გაიმართა. შეხვედრის ბედი პირველი ტაიმის მიწურულს გადაწყდა - 45-ე წუთზე გამარჯვების გოლი ბუკაიო საკამ გაიტანა.
ფინალში „არსენალის“ მეტოქე „პარი სენ-ჟერმენსა“ და მიუნხენის „ბაიერნს“ შორის გამარჯვებული გახდება.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი 30 მაისს, ბუდაპეშტში გაიმართება.












