„...ისეთი რაღაცები მითხრა, მაშინ წარმოუდგენელი იყო“ - პატრიარქის დაცვის უფროსი
1778012479
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის პორტებში გემების შესვლა-გამოსვლის ბლოკადას ვერავინ დაუპირისპირდება და იმედი გამოთქვა, რომ თეირანის ფინანსური სისტემა ჩამოიშლება.
„ბლოკადა საოცარი აღმოჩნდა. ის ფოლადივით მტკიცეა. ბლოკადას ვერავინ დაუპირისპირდება“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს ოვალურ კაბინეტში.
იმ ფონზე, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები ირანზე ზეწოლის კამპანიას აგრძელებს, ტრამპმა აღნიშნა, რომ საჯარო წინააღმდეგობრივი განცხადებების მიუხედავად, ირანელებს შეთანხმების მიღწევა სურთ.
„ისინი თამაშობენ, მაგრამ ნება მომეცით გითხრათ - მათ სურთ გარიგებაზე წამოსვლა; აბა, ვის არ მოუნდება ეს, როცა შენი სამხედრო ძალა სრულიად განადგურებულია“, - თქვა ტრამპმა.
ტრამპმა ასევე მიანიშნა, რომ მას ირანის ფინანსური სისტემის კრახი სურს.
„ვფიქრობ, ასეა, რადგან ჩვენ თავად ვუწყობთ ხელს მის ჩამოშლას“, - განაცხადა მან. „იმედი მაქვს, რომ ის ჩამოიშლება. იცით, რატომ? იმიტომ, რომ მე გამარჯვება მინდა“.