დიმიტრი პესკოვი სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას, რომ ჩინეთმა საიდუმლოდ გაწვრთნა რუსი ჯარისკაცები, რომლებიც შემდეგ უკრაინაში გაგზავნეს

დიმიტრი პესკოვი

კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა მცდარი უწოდა, სააგენტო „როიტერის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ჩინეთმა საიდუმლოდ გაწვრთნა 200-მდე რუსი სამხედრო, რომელიც შემდეგ უკრიანაში საბრძოლველად გააგზავნეს.

„დიდი ოდენობით მცდარი ინფორმაცია ქვეყნდება გაზეთების მიერ როგორც ევროპაში, ისე აშშ-ში. ამ პრობლემის წინაშე ვდგავართ და ასეთი მცდარი ინფორმაცია სკეპტიკურად უნდა იყოს აღქმული“, – განაცხადა პესკოვმა.

სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით,  2025 წელს ხელმოწერილი რუსეთ-ჩინეთის შეთანხმება პეკინსა და ჩინეთის სხვა ტერიტორიებზე რუსი სამხედროების წვრთნას ითვალისწინებდა.