დედინაცვალს 15 წლის გერის ცდუნებისთვის 2 წლიანი პატიმრობა მიესაჯა (უცხოეთი)

ქალი

აშშ-ში 35 წლის ექთანს  გერის შეცდენისთვის ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

გამოცემის ცნობით, ქალი 2024 წლის ნოემბერში დააკავეს მას შემდეგ, რაც მისმა ქმარმა ის პირველი ქორწინებიდან შეძენილ შვილთან ერთად საწოლში გამოიჭირა.

მოზარდის ჩვენების თანახმად, ქალმა მასზე სექსუალური ძალადობა საღამოს დაიწყო, სანამ მამამისი სამსახურში იმყოფებოდა. ქალი ამტკიცებდა, რომ აღგზნებული იყო, რადგან ორი კვირის განმავლობაში სექსი არ ჰქონია.

წყვილს ეგონა, რომ ბიჭის მამა, ფრენკი, მთელი ღამე მუშაობდა, ნათქვამია ჩვენებაში. 

თავდაპირველად ქალს ბრალი არასრულწლოვანის გაუპატიურებაში წაუყენეს, თუმცა მან თავი დამნაშავედ მხოლოდ 16 წლამდე ასაკის ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობა აღიარა. აგვისტოს ბოლოს მან განაცხადა, რომ ბრალდებებს აღარ გააპროტესტებდა.