დანიის ევროპის საქმეთა მინისტრი: საქართველოს ევროპული გზა ღია რჩება - ჩვენ განაჩენს არ გავცემთ, ჩვენ საგზაო რუკას გთავაზობთ ევროპული მომავლისთვის, რაც ქართველების უმრავლესობის სურვილია

ჰჰ

 საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტში დებატები გაიმართა. დეპუტატებმა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია გამოთქვეს. კრიტიკასთან ერთად, ისმოდა ქვეყნის მხარდამჭერი განცხადებები.

გამოსვლები ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა. დეპუტატებთან ერთად სტრასბურგში გამართულ დებატებში მონაწილეობა მიიღეს ევროკომისარმა დემოკრატიის, სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის საკითხებში, მაიკლ მაკგრატმა და დანიის ევროპულ საქმეთა მინისტრმა, მარი ბიერემ.

"საბჭოში მიმდინარე საუბრები ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებები არ შეესაბამება კანდიდატი ქვეყნისგან ევროკავშირის მოლოდინებს. სამწუხაროდ, საქართველო ნამდვილად უკუსვლაშია 9 ნაბიჯზე, რომელთა საფუძველზეც მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. შედეგად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რეალურად, გაჩერებულია და ასე იქნება მანამ, სანამ საქართველოს მთავრობა არ გამოაჩენს მტკიცე მზაობას, შეაბრუნოს თავისი კურსი და დაუბრუნდეს ევროკავშირში გაწევრიანების გზას. საშუალება მომეცით ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს ევროპული გზა ღია რჩება - ჩვენ განაჩენს არ გავცემთ, ჩვენ საგზაო რუკას გთავაზობთ ევროპული მომავლისთვის, რაც ქართველების უმრავლესობის სურვილს შეესაბამება", - განაცხადა დანიის ევროპულ საქმეთა მინისტრმა, მარი ბიერემ.