ჩვენ ევროპული საზღვრების თითოეულ სანტიმეტრს დავიცავთ. ევროპა უსაფრთხოების საკითხებში უფრო დამოუკიდებელი უნდა გახდეს - ფონ დერ ლაიენი

ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროპა უსაფრთხოების საკითხებში უფრო დამოუკიდებელი უნდა გახდეს, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ამ თემაზე მან Leading European Newspaper Alliance-თან ინტერვიუში ისაუბრა.

„ეს ინციდენტები, განსაკუთრებით პოლონეთში, ძალზედ სერიოზულია. და მიუხედავად იმისა, რომ ნატო ჩვენი კოლექტიური თავდაცვის ცენტრად დარჩება, უფრო ძლიერი ევროპული ღერძი გვჭირდება“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი ევროპული საზღვრების თითოეულ სანტიმეტრს დაიცავს და ორგანიზაციის სამხედრო პოტენციალის ზრდის გეგმა „მზადყოფნა 2030“ გაიხსენა.

„ჩვენ ვაჩქარებთ პროცედურებს და თავდაცვის საჭიროებებზე 800 მილიარდი ევროს მობილიზაციას ვახერხებთ“, - დასძინა მან.