ბრიუს უილისი პაპარაცებმა დააფიქსირეს - დემენციასთან მებრძოლი მსახიობის უახლესი ფოტოები

ბრიუს უილისი

 მას შემდეგ, რაც ბრიუს უილისს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ცალკე საცხოვრებლად გადასვლა მოუწია, ის პაპარაცებმა უკვე მესამედ დააფიქსირეს.

ბრიუსი პირად ასისტენტთან ერთად ლოს-ანჯელესში ქუჩებში სეირნობის დროს გადაიღეს. 70 წლის მსახიობი მშვენივრად გამოიყურებოდა კრემისფერ შარვალსა და ნაცრისფერ მაისურში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ დემენციის მქონე ბრიუს უილისი დამოუკიდებლად, სპეციალურად მოწყობილ სახლში, ოჯახისგან მოშორებით გადაიყვანეს საცხოვრებლად. მისი მეუღლე, ემმა ჰემინგი კრიტიკის სამიზნე გახდა. ის გამუდმებით თავის მართლების პოზიციაში იმყოფება.