ბრაზილიაში საჰაერო ბუშტის ჩამოვარდნას მსხვერპლი მოჰყვა

ბრაზილია

 ბრაზილიაში საჰაერო ბუშტი ჩამოვარდა. ინციდენტი კატარინას შტატში, ქალაქ პრაია გრანდეში მოხდა. დაღუპულია 8 ადამიანი. გადარჩა 13, მათ შორის პილოტიც. რამდენიმე მათგანს სხეულის მძიმე დაზიანება აქვს მიღებული. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

როგორც გადარჩენილი პილოტი აცხადებს, ბუშტში ხანძარი გაჩნდა, რის შემდეგაც მან დაშვება დაიწყო. როდესაც მიწასთან დაახლოდა, მგზავრებს გადახტომისკენ მოუწოდა. მათგან ნაწილი ინსტრუქციას მიჰყვა, ნაწილმა კი რეაგირება ვერ მოახერხა. წონის შემცირების გამო ბუშტი კვლავ აფრინდა, რის შედეგადაც კალათში დარჩენილი მგზავრები დაიღუპნენ.

მომხდარის მიზეზების დასადგენად გამოძიება უკვე დაწყებულია.