ავარიის შემდეგ ცოლი ქმარს 6 წელი უვლიდა, გამოჯანმრთელების შემდეგ კი კაცი სხვა ქალთან წავიდა

მოვლა

მალაიზიელმა მამაკაცმა ავარიის შემდეგ მიატოვა ცოლი, რომელიც მასზე ექვსი წლის განმავლობაში ზრუნავდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

ნურულ სუზვანის ქმარი 2018 წელს ავარიაში მოყვა. მისი დაზიანებები იმდენად მძიმე იყო, რომ მან დაკარგა დამოუკიდებლად გადაადგილების, ჭამის და ლაპარაკის უნარი. სუზვანი მას ყოველდღე სტუმრობდა, აჭმევდა, უცვლიდა საფენებს, რეცხავდა და ეხმარებოდა, რათა თანდათან ნორმალურ ცხოვრებას დაბრუნებოდა.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ზრუნვის გადასატანად ქალმა პატარა ბლოგი გახსნა, სადაც საუბრობდა იმაზე, თუ როგორ უვლიდა ქმარს. სუზვანი 6 წლის განმავლობაში მამაკაცზე ზრუნავდა. თუმცა, როდესაც ექვსი წლის შემდეგ სუზვანიმ და ექიმებმა ის ფეხზე დააყენეს, ქმარი სხვა ქალთან წავიდა. მან განქორწინება სთხოვა სუზვანს, რათა ოჯახი დაეტოვებინა და ახალ საყვარელზე დაქორწინებულიყო. მათი ქორწილის დღეს ქალმა გამოაქვეყნა მოკლე ბლოგპოსტი:

„ვულოცავ ჩემს ქმარს, იმედია კმაყოფილი ხარ შენი რჩეულით. აიფა აიზამ, გთხოვ, იზრუნე მასზე, როგორც მე ვზრუნავდი. მე დავასრულე მასთან, ახლა შენი ჯერია, რომ საქმეს ხელი მოკიდო“.

მომხმარებლების მხრიდან კრიტიკის გამო, სუზვანს პოსტის წაშლა მოუწია. ის ცდილობდა გამომწერების დარწმუნებას, რომ ქმრის მიმართ წყენა არ აქვს. მისი თქმით, ისინი მშვიდობიანად დაშორდნენ და საერთო ქალიშვილის ერთად აღზრდას გეგმავენ.