აშშ-მა უნდა აირჩიოს, ცეცხლის შეწყვეტა, თუ ომის გაგრძელება ისრაელის მეშვეობით, ორივე ერთად ვერ იქნება - აბას არაღჩი

აბას არაღჩი

აშშ-მა უნდა აირჩიოს, ცეცხლის შეწყვეტა თუ ისრაელის მეშვეობით ომის გაგრძელება, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა მას შემდეგ, რაც ისრაელმა ლიბანზე დარტყმები განახორციელა.

სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში აბას არაღჩი აღნიშნავს, რომ აშშ-სა და ირანს შორის ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის პირობები „მკაფიო და ცხადია“.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ განცხადებას თან დაურთო პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შებაზ შარიფის განცხადება, რომელშიც შარიფი აღნიშნავს, რომ შეთანხმება ლიბანსაც მოიცავს.

„აშშ-მა უნდა აირჩიოს – ცეცხლის შეწყვეტა, თუ ომის გაგრძელება ისრაელის მეშვეობით. ორივე ერთად ვერ იქნება. ბურთი ახლა აშშ-ის მოედანზეა და მსოფლიო აკვირდება, შეასრულებს თუ არა ის თავის ვალდებულებებს“, – წერს არაღჩი.