ვრცელდება ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება
1750146090
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა ახლო აღმოსავლეთში დამატებითი თავდაცვითი შესაძლებლობების განლაგების ბრძანება გასცა. ცნობა მან სოციალურ ქსელ X-ზე გაავრცელა.
დამატებითი ძალების განლაგების მოტივად ჰეგსეტმა ამერიკის მოქალაქეების დაცვა დაასახელა, მაგრამ მას არ დაუკონკრეტებია, რა სახის კონტინგენტი გაიგზავნა რეგიონში.
„გასულ უქმეებზე შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში დამატებითი შესაძლებლობების განლაგების ბრძანება გავეცი. შეერთებული შტატების სამხედრო ძალების დაცვა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია და დამატებითი ძალების განლაგება რეგიონში ჩვენი თავდაცვითი პოზიციების გაძლიერებას ემსახურება“, - დაწერა ჰეგსეტმა.