მაია ცქიტიშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

მაია ცქიტიშვილი

სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის საკითხზე, პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება. რამდენიმე წუთის წინ უწყებაში მივიდა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი მაია ცქიტიშვილი. ის არის მეოთხე ყოფილი ჩინოსანი, რომელიც გამოძიების კითხვებს უპასუხებს.

ცქიტიშვილის განცხადებით, ის ჟურნალისტების კითხვას მას შემდეგ უპასუხებს, რაც გამოკითხვიდან გამოვა. ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრს, პროკურატურაში შესვლამდე დამატებითი კომენტარი აღარ გაუკეთებია.

პროკურატურის თანახმად, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში შესწავლის საგანს, მათ შორის წარმოადგენს 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრის, გიორგი გახარიას ქმედებები.