ისრაელმა ირანის ბირთვულ და სამხედრო ობიექტებს დაარტყა

ირანი

ისრაელმა ირანის ბირთვულ და სამხედრო ობიექტებს დაარტყა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი ეფი დეფრინი ავრცელებს.

„ჩვენ სიღრმისეული დარტყმები მივაყენეთ და დავაზიანეთ ირანის ბირთვული, ბალისტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის შესაძლებლობები“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა.

ამასთან, როგორც ეფი დეფრინიმ განაცხადა, ისრაელს „მრავალ ფრონტზე ემუქრება საფრთხე“.

„მიუხედავად იმისა, რომ ვმუშაობთ ირანიდან მომდინარე საფრთხეების აღმოსაფხვრელად, ჩვენ კვლავ ვიბრძვით მათ მარიონეტთან,  „ჰამასთან“ ღაზაში“, – აღნიშნა დეფრინიმ.

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის თქმით, „ჰამასს“ კვლავ 53 ტყვე ჰყავს „სასტიკ პირობებში“.

„ჩვენ არ დავისვენებთ, ვიდრე ისინი სახლში არ დაბრუნდებიან“, – აღნიშნა ეფი დეფრინიმ.