საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შედეგად 27 წლის ორსული ქალი დაიღუპა (უცხოეთი)

საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შედეგად 27 წლის ორსული ქალი დაიღუპა

ბრაზილიაში, საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შედეგად 27 წლის ორსული ქალი დაიღუპა

მედიის ცნობით, საჰაერო ბურთის ჩამოვარდნა ამინდის მკვეთრმა გაუარესებამ და ძლიერმა ქარმა გამოიწვია.

უბედური შემთხვევის დროს საჰაერო ბურთში 33 მგზავრი იმყოფებოდა. ამინდის გაუარესებამდე საჰაერო ბურთში მყოფ მგზავრებს პოზიტიური განწყობა ჰქონდათ, რადგან კალათში ხელის თხოვნის ცერემონიაც გაიმართა.

ცერემონიიდან მალევე, ამინდი მკვეთრად გაუარესდა, რის გამოც პილოტმა საჰაერო ბურთზე მართვა დაკარგა და მალევე ჩამოვარდა. დაშავებული ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.