ეკვადორში სარბოლო ავტომობილი მაყურებლებს შეეჯახა, არიან დაღუპულები
1754056009
თქვენსავე სიზმარს თუ დაუინტრიგებიხართ? მაგრამ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, გონებიდან ამოვარდნილა ისე, თითქოს, ეს არასდროს გინახავთ… სწორედ ამიტომ მიმართავს ზოგი სიზმრების დღიურს და გაღვიძებისთანავე ინიშნავს, რაც ძილში იხილა, თუმცა დიზაინის სტუდია Modem-მა მეტად თანამედროვე ჩასაწერი მოწყობილობა შემოგვთავაზა - Dream Recorder თავთან რომ საათი გიდევთ იმას ჰგავს, ხელოვნურ ინტელექტს იყენებს და თქვენს სიზმრებს ვიზუალებად აქცევს.
ამგვარად, როცა გაიღვიძებთ, ეს მოწყობილობა უნდა აიღოთ და მოუყვეთ ყველაფერი, რაც თქვენი სიზმრიდან გახსოვთ. შემდგომში ეს ჩანაწერი ღრუბელში არსებულ ხელოვნური ინტელექტის ვიდეო გენერატორთან გაიგზავნება და მოკლე ვიდეოს შექმნის თქვენთვის. ჩათვალეთ, რომ თქვენი სიზმრების ციფრული დღიურია.
„ეს ვიდეო გენერატორი მაგიურად ვერ შექმნის ზუსტად იმას, რაც თქვენს თავში ხდებოდა, მაგრამ შეუძლია, ფრაგმენტული იდეების არსი განაახლოს“, - განმარტავს მარკ ჰინჩი, პროექტის თანამონაწილე.
მოწყობილობაზე სიზმრები ეთერიული ესთეტიკით არის ნაჩვენები, დაბალი 240/240 პიქსელის გარჩევადობით, რათა სიზმარი ნანახს დაამსგავსოს. თუმცა ხშირად სახეებს ბუნდოვანს გაჩვენებთ, რათა შემთხვევით არ გაჩვენოთ ისეთი ადამიანი, რომელიც სიზმარში ნანახისგან განსხვავებული იქნება. თუმცა ამ სიზმრებს მოწყობილობა სამუდამოდ კი არ შეინახავს, მხოლოდ ერთი კვირის მანძილზე გაჩვენებთ მანამ, სანამ ახლის ჩაწერას არ გადაწყვეტთ…
მოწყობილობის გაყიდვის ნაცვლად, Modem კოდს Github-ზე აზიარებს, ყველა იმ ნივთთან ერთად, რაც მისი ასაწყობად გჭირდებათ, დაწყებული Raspberry Pi პროცესორით და დამთავრებული USB მიკროფონებით. კორპუსის დაბეჭდვა Shapeways-ითაა შესაძლებელი. თავად სიზმრების ფასი კი 14 ცენტამდეა იმის მიხედვით, თუ რომელ AI-სთან გადაწყვეტს მომხმარებელი დაკავშირებას.