ეკვადორში სარბოლო ავტომობილი მაყურებლებს შეეჯახა, არიან დაღუპულები

ეკვადორი

ეკვადორში, Carrera de Coches de Madera-ს რბოლის დროს, მძღოლი მოსახვევში ვერ შევიდა და მაყურებლებს შეეჯახა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა. ინფორმაციას telegrafi-ი ავრცელებს.

ფაქტის ამსახველი კადრები მედიაში ვრცელდება.

მედიის ცნობით, ავარია ფინიშამდე 300 მეტრში მოხდა. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მაყურებლებს შეეჯახა, რომლებიც ტრასასთან ძალიან ახლოს, ყოველგვარი დამცავი ბარიერის გარეშე იდგნენ.

ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ რბოლა 2 აგვისტოს განახლდება და გლოვის ნიშნად სარბოლო მანქანებზე შავი ლენტები იქნება დამაგრებული.

ინციდენტმა გამოიწვია დებატები უსაფრთხოების ზომებისა და ისეთი დამცავი ბარიერების აუცილებლობის შესახებ, როგორიცაა SAFER (ფოლადისა და ქაფის ენერგიის შემამცირებელი) ბარიერები, რომლებიც გამოიყენება პროფესიულ რბოლებში რისკის მინიმიზაციისთვის.