14 წლის ბიჭმა ოჯახის საიდუმლო გაიგო და ოჯახის ყველა წევრი, მათ შორის მცირეწლოვანი და-ძმა დახოცა - მას უვადო პატიმრობა მიუსაჯეს (აშშ)

ამერიკის პოლიცია

აშშ-ში 14 წლის მეისონ სისკმა მთელი ოჯახი მას შემდეგ მოკლა, რაც დედის საიდუმლო შეიტყო. ამის შესახებ Daily Mirror იტყობინება.

მედია წერს, რომ მოზარდი, 38 წლის ჯონის და 35 წლის მარიამის ოჯახში უფროსი ვაჟი იყო. წყვილი ასევე ზრდიდა 6, 4 წლის და 6 თვის ბავშვებს.

ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე, მეისონის ქცევაში მშობლებმა და სკოლის პედაგოგემმა სერიოზული ცვლილებები შენიშნეს, ის ხშირად არაადეკვატურად იქცეოდა.

ტრაგედიის დღეს ოჯახი შვებულებიდან ახალი დაბრუნებული იყო, მეისონმა პოლიციამ დარეკა და განაცხადა, რომ მის სახლში სროლის ხმა ისმოდა. შემთხვევის ადგილზე მისულ ოფიცრებს კი უთხრა, რომ სარდაფში ვიდეო თამაშებს თამაშობდა და სროლის ხმა გაიგონა, მაგრამ არ იცოდა რა მოხდა. სახლში პოლიციამ ოჯახის ყველა  წევრი მოკლული იპოვეს: მათ ტყვია თავში ჰქონდათ მოხვედრილი.

დაკითხვისას მოზარდმა აღიარა, რომ სწორედ მან მოკლა მთელი ოჯახი, ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე მეისონმა შეიტყო, რომ მერი არ იყო მისი ბიოლოგიური დედა. გამოძიება თვლის, რომ შესაძლოა სწორედ ეს ყოფილიყო მკვლელობის მიზეზი. გაირკვა, რომ მეისონს 4 წლის ასაკში დედა გარდაეცვალა და მას შემდეგ მას მერი ზდიდა და საკუთარი შვილებისგან არ ანსხვავებდა.